შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე კომპანიის შესახებ: საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა. ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის ყოველდღიური შემოვლა და შემოწმება;
- უსაფრთხოების/ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მუშაობის კონტროლი, აუცილებელი ზომების მიღება საჭიროების შემთხვევაში;
- კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, კლინიკის ქონების ხელყოფის, უბედური შემთხვევისას მოკლე და ზუსტი მოხსენების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- კომპანიის საკუთრების ქურდობის, ვანდალიზმისა და უცხო პირთა შემოჭრისგან დაცვა;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
- სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-3 დღეს.
კვალიფიკაცია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სხვა უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომპლექსური დავალების შესრულების უნარი;
- სასურველი ასაკი - 60 წლამდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ. მანგაძის ქ. N3