შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის დამხმარის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.სამუშაოს მოკლე აღწერა:- პაციენტის თერმომეტრიზაცია, წონა/სიმაღლის განსაზღვრა, მონიტორინგი (წნევა, პულსი);
- ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
- სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
- პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა, საწოლისა და თეთრეულის მოწესრიგება;
- ხელმძღვანელის მითითების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).
სხვა უნარ-ჩვევები:- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სიახლეების ათვისების უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. შესაძლებელია დასაქმება ნახევარ განაკვეთზე (4 მორიგეობა თვეში); ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. N3